ხადას ხეობა - სალოცავები და სასწულები

ხადას ხეობა - სალოცავები და სასწულები


ამ ხეობის ნახევრად ალპური ზონაში განლაგებული სოფლების ისტორია, ულამაზესი ხედებით, ნეოლითის ხანიდან იწყება. შუა საუკუნეებში ხადას ხეობა არაგვის საერისთავოს შემადგნელობაში შედიოდა. ვახუშტი ბაგრატიონის წყაროებში მოხსენებულია, როგორც „ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი“. იგივეს ამბობს ხალხური ლექსიც:„არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“. ხეობის მთებზე შეფენილ სოფლებს უცნაური და რთულად წარმოსათქმელი სახელები ჰქვია: ბენიათბეგონი, როსტიანი, მუღურე, იუხო, წკერე…

ხეობა ერთხელ გატეხეს მონღოლთა შემოსევის დროს, ისიც 60-დან 25 კოშკი აიღეს მხოლოდ… ხადა მონღოლთა დამსჯელი რაზმის თარეშის ობიექტი გამხდარა, რადგან იქ, მეფე დავით ულუ იყო გამაგრებული. სწორედ ხადიდან დალაშქრა და ჩაახშო თამარ მეფემ დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება მხარგძელის მეთაურობით… კრწანისში დამარცხებული მეფე ერეკლეც ხადაში მიუყვანიათ, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო. ამბობენ, რომ ხადის ხეობის ყველა კოშკში დღემდე სიწმინდეები ინახება. მათში შესვლა, მხოლოდ სახატო დღესასწაულებზე და ისიც, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც დასახლებული უბნებისაგან ყველაზე შორს და მაღლა მდებარეობს, ადრე ოქროს ყოჩები ბალახობდნენ და სწორედ ეს ოქროს ყოჩები იცავდნენ ხეობას ყოველივე ბოროტისაგან.

ხეობაში გაბნეულ პატარა სოფლებში, ზოგან მხოლოდ სამი-ოთხი კომლიღა ცხოვრობს. დასახლებები ხეობის ბუნებრივ მყუდროებას არ არღვევენ და უცხოთათვის საკვირველი სიმშვიდით არიან მოცულნი. შუა ზამთარში ხეობა თოვლით იკეტება და იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ზაფხულში კი, ტურისტებისთვის ხადის ხეობა დაუვიწყარი თავგადასავალია. ასეთ ისტორიას ინახავს დღეს უკვე ცარიელი და მარტოდ დარჩენილი ხადა…


ხადაში არის ტაძარი, რომელიც დაახლოებით მეთორმეტე საუკუნისაა და რომელიც კომუნისტებმა გააუქმეს. ტაძარი შეთეთრებულია და მიღებული აქვს რუსული ეკლესიის ელფერი. საუკუნეების წინ მოქმედ ტაძარში, ყველა ხადელი და არა მარტო ხადელი ამოდიოდა და იწერდა ჯვარს. სადაც ჩვენ მეფეებს ულოციათ, ის ტაძარი არ უნდა იყოს უმოქმედო. ამის ერთ-ერთ მიზეზი სოფელის


დაცალაა.

default
ტაძართან დაკავშირებით უამრავი სასწული ხდებოდა ასე მაგალითად;

ტაძრიდან ამოდიოდა დიდი ცეცხლის ბურთი და სხვა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარ სალოცავში ჩადიოდა. შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ეს არც არავის უკვირდა. რომ გეკითხა, რა არისო — ყველა ერთ პასუხს გცემდა, რომ სალოცავები სტუმრობდნენ ერთმანეთს.

არა ერთი გადმოცემა და ლეგენდა არსებობს ხადის ხეობაზე ასე მაგალითად;

ერთ-ერთი სალოცავი ფრინველის სახით იყო და ბინადრობდა ხატის ტყეში. ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ხედავდნენ. ერთხელაც მონადირემ ესროლა თოფი და დაჭრა. სახლში მისულს, თოფი თურმე ვერ ჩამოუკიდია კედელზე, სულ უვარდებოდა ძირს. სახლში მოხუცი პაპა ჰყავდა, რომელსაც ეჭვის თვალით უკითხავს: „რა ქენი შვილო, ვერაფერი მოკალიო? არა, ვერაფერი და ხატის ტყეში რომ გამოვიარე, ძალიან ლამაზი ფრინველი დავინახე და ვესროლეო. პაპა მაშინვე მიმხვდარა რაზეც საუბრობდა მონადირე და უთქვამს: ცუდად გვაქვს საქმე, ხატისათვის გისვრიაო. იმ ღამეს მთელი გვარი გაწყდა. გველი ჩაეხარშათ საჭმელ რძეში და ერთი ორსული ქალიღა დარჩათ, რომელმაც არ ჭამა ის რძე და იმისგან გამრავლდა შემდეგ ის გვარი. იმათი სოფელი კი, სულ დანგრეულა და აღარავინ ცხოვროს ახლა იმ ადგილას.