მოგესალმებით 12,13,14,15,16 თებერვალს გთავაზობთ კვიპროსის 5 დღიან ტურს - ლარნაკა, ლეფკარა, ნიქოზია

მოგესალმებით 12,13,14,15,16 თებერვალს გთავაზობთ კვიპროსის 5 დღიან ტურს - ლარნაკა, ლეფკარა, ნიქოზია

02/12/2025 - 02/16/2025
5 დღე - 1099 GEL

@GITOURS.GE 12,13,14,15,16 თებერვალს გთავაზობთ ხუთ დღიან ტურს კვიპროსზე ლარნაკა, ლეფკარა, ნიქოზია ????


#კვიპროსი #ლარნაკა #ლეფკარა #ჯგუფურიტური ჯავშნების მიღება დაიწყო!!!
#კვიპროსი #ლარნაკა #ლეფკარა #ჯგუფურიტური ჯავშნების მიღება დაიწყო!!!

ტურის ღირებულება 1099 ლარი

✅️ ღირებულებაში შედის :
-ორმხრივი ავიაბილეთი ქუთაისი- ლარნაკა-ქუთაისი
-ხელბარგი 10კგ(40 x 30 x 20 სმ)
-განთავსება სასტუმროში
-სამოგზაურო დაზღვევა
-გიდი/გამყოლი,რომელიც თბილისიდან მიყვება და ჯგუფთან ერთად იქნება სრული ტურის განმავლობაში, ჩაგიტარებთ ორგანიზებულ ექსკურსიას, გირჩევთ სად იშოპინგოთ მისაღებ ფასად, სად მიირთვათ იაფად, თან გემრიელად და ა.შ????
-საფეხმავლო ქალაქის ტური ლარნაკაში
-ტრანსფერი ლარნაკაში (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)
-ფოტო გადაღება
-სამახსოვრო ვიდეო რგოლი

✅️ ღირებულებაში არ შედის :
-ტრანსფერი თბილისი-ქუთაისი-თბილისი- 45 ლ
-კვება, რომელიც საკმაოდ იაფია კვიპროსზე
-ლეფკარა და ნიქოზიაში გამგზავრება + აეროპორტის ტრანსფერი 
მოვინახულებთ კვიპროსის ულამაზეს ქალაქებს და სოფელს????

გთავაზობთ მოსანახულებელი ძეგლების ჩამონათვალს :
ქ.ლარნაკა- ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან "ლარნას" - აკლდამა. მისი ძველი სახელია კიტიონი. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მართალმა ლაზარემ კიდევ 30 წელიწადი იცხოვრა კუნძულ კვიპროსზე, სადაც კიტიონის პირველ ეპისკოპოსად იქნა არჩეული.
წმ. ლაზარეს ეკლესია, სადაც მის წმინდა ნაწილებთან მიახლების საშუალებაც გვექნება
წმ. ლაზარეს აკლდამა
წმ. ლაზარეს ბიზანტიური მუზეუმი
გამგზავრება ნიქოზიაში, დედაქალაქში, რომლის ერთი ნაწილი ბერძნებს ეკუთვნის, მეორე კი თურქების მიერ არის ოკუპირებული.(ჩვენ ორივე მხარეს ვნახულობთ)
ვენეციური კედელი
"ფანერომენი" -ღვთისმშობლის ხატის სახ. მართლმადიდებლური ტაძარი (1872 წ)
მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ბერნული მართლმადიდებლური ტაძარი, აქ არის მთავარანგელოზის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება
ლედრა- საფეხმავლო ქუჩა, სადაც განთავსებულია ბრენდული მაღაზიები, კვების ობიექტები და ა.შ.
კვიპროსის თურქული ხელოვნების და ისლამის მუზეუმი (წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია)
სელიმეს მეჩეთი (წმ. სოფიას კათოლიკური ტაძარი)
Büyük Han -ყველაზე დიდი ქარავანსარაი კვიპროსზე, აშენებულია ოსმალთა მიერ 1572 წელს. (ქარავანსარაი - სავაჭრო გზაზე მოქარავნეებისათვის მოსასვენებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი)
ლარნაკის პორტი
ცნობილ პლაჟი -ფინიკუდესი
ლარნაკის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე
სკალა-ძველი თურქული კვარტალი
ქებირის მეჩეთი, რომელიც აუშენებიათ 1835 წელს ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე.
chrysopolitissa-ღვთისმშობლის სახ. ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი
წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბერძნული მართმადიდებლური ტაძარი, სადაც უძველესი სასწაულმოქმედი ხატია
tera santa - კათოლიკური ეკლესია
1915 წ. სომეხთა გენოციდის მემორიალი
ერმოს ქუჩა-შოპინგისთვის
გამგზავრება სოფელ ლეფკარაში სოფლის მთავარი და საყვარელი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. არის ქვის ხეივნები ლეფკარას არქიტექტურა აღსანიშნავია იმით, რომ ამ სოფელში სახლები ნაგებია თეთრი კირქვით.
წმინდა ჯვრის ეკლესია (ტიმიოს სტავროსი) არის ულამაზესი ეკლესია ლეფკარას ცენტრში, გარდა ეკლესიის არქიტექტურისა, ეკლესიის მოედანი იშლება ხეობის ულამაზესი ხედით.
პიგი - ბუნებრივი ონკანები, რომლებშიც წყალი მოედინება მთელი წლის განმავლობაში, სახლები ამფითეატრივით არის აშენებული წყლის წყაროს გარშემო;
კურველოსი არის კონუსის ფორმის 40 მეტრიანი ქვა, რომელიც ჩანს ლეფკარას სადამკვირვებლო გემბანიდან, ის გარკვეულწილად მოგვაგონებს ბერძნულ მეტეორებს.
Timiou Stavrou School (Timios Stavros) – აშენდა 1920 წელს წმიდა ჯვრის ეკლესიის (Timios Stavros) შემოწირულობებით და ამიტომ ეწოდა მისი სახელი. მაშინ სკოლის ღირებულება 4000 ინგლისური ფუნტი იყო. სკოლის ფასადის დიდი საათი მაქმანებით მოვაჭრე ლოიზუ ლოიზოს შემოწირულობაა. ამ შენობაში ამჟამად სოფლის რაიონული დაწყებითი სკოლაა განთავსებული.
ლეფკარას აყვავებული ნუშის ხეები - იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე, ლეფკარაში ნუშის ხეები ყვავის და ეს მომხიბლავი სანახაობაა.
გმირებისა და დაკარგულების ძეგლი ლეფკარაში - ძეგლი აშენდა 1995 წელს სოფელ ლეფკარაში, გზატკეცილის მახლობლად, სოტერას მთის ძირში, 1974 წელს თურქეთის შემოსევის დროს დაღუპული ან დაკარგული ადგილობრივი მოსახლეობის პატივსაცემად.
ლეფკარას მეჩეთი
----------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
Viber/WatsApp: 551 11 45 42 გიორგი
ან მომწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/Gi.Mekldeuri/